Сообщения

Сообщения за июнь, 2018

მასწავლებლის პორტფოლიო

გთხოვთ  დაათვალიეროთ  და  შეაფასოთ  ჩემი  პორტფოლიო.

ტრენინგის შეჯამება

     ინტელის  სასწავლო  პროგრამა   ჩვენმა  ჯგუფმა  თავიდანვე  კეთილგანწყობილ  გარემოში  დავიწყეთ.  ტრენერი  ყოველთვის  ცდილობდა  არ  დაეკარგა  თითოეული  წუთი  და ნაყოფიერი  ყოფილიყო  ჩვენი  მუშაობა.  აღსანიშნავია,  რომ  თავდაუზოგავად  ზრუნავდა  მთელი  ტრენინგის  განმავლობაში  თითოეულ  მონაწილეზე,  მუდამ  ამომწურავად  და  მშვიდად  გვპასუხობდა  ჩვენს  მიერ  დასმულ  კითხვებზე,    ტრენინგის მსვლელობისას ყოველი დღე  დატვირთული იყო  სხვადასხვა  აქტივობებით,  როგორც  ინდივიდუალური  ასევე  ჯგუფური  სამუშაოებით,  ჯგუფის  წევრები  ტრენერის  მითითებებით  აქტიურად   ვმონაწილეობდით  სასწავლო  პროექტის   შეახებ  წამოჭრილი  საკითხების  განხილვაში.   მუშაობის  პროცესში    საინატერესო  იყო  სხვათა  აზრების  მოსმენა,  რჩევების   მიცემა,  მათი  პროექტების  თემები.         გულდასაწყვეტია,  რომ  დასრულდა  ტრენინგი,  რომელმაც  ბევრი  რამ  შეგვძინა,    რასაც  აუცილებლად  გამოვიყენებთ სწავლების  პროცესში  ახალი  სასწავლო  წლიდან.  ამისთვის  მე  პირადად  მადლიერი  ვარ  ჩვენი  ტრენერის.  ქალბატონი  ნინო  კო

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

          ტრენინგის  მე-8  დღე  დავიწყეთ  დღის  მიზნების  გაცნობით.   დავისახეთ,  რომ  დღის  განმავლობაში  უნდა  გვესაუბრა  ესგ  სტანდარტზე,   რესუსრებზე,  ფასილიტაციის  რესუსრების  მასალებზე,  ფასილიტაციის  ნიმუშების  შექმნაზე.  ასევე  გავეცნობოდით  გამოკითხვის  ფორმას  -  google.form   და    იდეების  გენერირებისთვის,  თვითშეფასებისთვის   padlet.com   გამოყენებას.     შევედით  ncp.ge   გვერდზე  და  ვნახეთ  ისტ-ის  სტანდარტი.     ტრენერმა  დაგვაჯგუფა  მონაწილეები  და  დაგვავალა  პრიორიტეტების  მიხედვით  დაგველაგებინა  სემდეგი  თემები;  თითქმის  ყველა  ჯგუფმა  დავალაგეთ  შემდეგი  თანამიმდევრობით: 1) სასწავლო პროცედურები; 2) შეფასების გეგმა; 3) მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები; 4) დიფერენცირებული სწავლება; 5) თემის საფუძვლები.     შემდეგი  აქტივობაც  ჯგუფებში  შევასრულეთ,  ჩემს  ჯგუფს    შეხვდა  შემდეგი  სახალისო  დავალება  - შევქმენით  ინსტრუქცია  როგორ  შევკრათ  თასმები  ფეხსაცმელზე?         ვნახეთ  ბმული  ,,ეფექტური  პროექტების  შექმნა",  რომელიც  თავის 

თქვენი საინტერესო მოსაზრებები

Изображение

გამოკითხვა

გთხოვთ,  შეავსოთ  კითხვარი,  

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

    ტრენინგის  მეშვიდე  დღე  დავიწყეთ  მეექვსე  დღის  აქტივობით -  ვიმუშავეთ  შეფასების  მეთოდებზე.     მოვსმინეთ  მინი  ლექცია  ,,სწავლის  სტილი  და  მრავალმხრივი  ინტელექტი"   დავათვალიერეთ  ,,დიფერენციაცია" - ავირჩიეთ  რეკომენდაციები  და  შევიტანეთ  პროექტის  გეგმაში;    განვიხილეთ  დიფერენცირებული  სწავლების  პირადი   პრაქტიკა;    შეავსეთ  ,,კითხვარი  დიფერენცირებულ  სწავლებაზე";    განვიხილეთ  მასალები  რესუსრსებიდან  ,,დიფერენციაცია";   ჩამოვტვირთეთ  ნიმუშები  და  გავუკეთეთ  მოდიფიცირება  საკუთარი  პროექტისთვის.   დავათვალიერეთ  ანალიტიკური  და  ჰოლისტური  შეფასების  სქემები,  განვიხილეთ  ზოგადი  შეფასების  სქემა  ნებისმიერი  საგნისთვის.  დავამუშავეთ  თემა  სწავლის  სტილი  და  მრავახრივი  ინტელექი,  ვისაუბრეთ  განმავითარებელი  შეფასების  გამოყენებაზე თვითრეგულირების  უნარების  განვითარებაზე  მოსწავლეებში,  მასალების  მომზადებაზე  მოსწავლეთა  წარმატების  ხელშეწყობის  მიზნით.                                                                         

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის  მეექვსე  დღე  დავიწყეთ  დღის  მიზნების  გაცნობით. დღის  მიზანს  შეადგენდა  შემდეგი  თემები: 1.  სასწავლო  ნიმუშების  შექმნა;        მოსწავლეთა სავარაუდო ნიმუშის შექმნა      სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა 2. მოსწავლეთა  პროექტების  შეფასება;     მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება     სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა    ტრენერმა  ვრცლად  ისაუბრა  პროექტში  ინტერნეტის  გამოყენებაზე.  google-ის საძიებო  სისტემაში   ვიმუშავეთ  სხვადასხვა  რესუსრის (ფოტო, მოძრავი ანიმაცია, ვიდეო, დიაგრამა)   მოძიებაზე,  ფორმატირების  შერჩევაზე  და  სასწავლო  პროექტის  მასალებში  მათი  ჩაშენების  გზებზე.   ინტერნეტიდან  ჩამოვტვირთეთ  მოსწავლის  სვარაუდო  ნაშრომი,  გავეცაანი,  განვიხილეთ,  მოვარგეთ  ჩვენს  პროექტებს.  საინტერესო  და  ხალისიანი  იყო  მუშაობა  პროექტის  ბუკლეტზე,  გაზეთზე,  ბროშურაზე.

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

    ტრენინგის  მეხუთე  დღე  დავიწყეთ  მიზნების  გაცნობით.  დასაწყისში  ტრენინგის  მონაწილეებმა  ერთმანეთის  მესამე  დღის რეფლექსიებზე   გავაკეთეთ  კომენტარი  და  მივეცით  რჩევები  და  შეფასებები  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვებზე.       ტრენერმა  ისაუბრა,   რომ  უკუკავშრი  ნებისმიერი  შემოქმედებითი  პროცესის  აუცილებელი  და  მნიშვნელოვანი  კომპონენტია.  მივიღეთ  რჩევა,  რომ  ყოვეთვის  მოსახერხებელია  უკუკავშირის  დროული  გაკეთება.  ფაილის  ,,უკუკავშირის  მიცემის რჩევები და მეთოდები"-ს და  ტრენერის  მიერ  წარმოდეგენილი პრეზენტაციის  გამოყენებით  გავეცანით  უკუკავშირის   სახეებს  და  კონსტრუქციული  უკუკავშირის  ზოგად  წესს,  რომ  ის  არის  აღწერითი  და  არა  შეფასებითი.  უკუკავშირის  დროს  აუცილებელია  ყურადღება  გამახვილდეს  შემდეგ  საკითხებზე: 1. რა  გაკეთდა  კარგად 2. რა  საჭიროებს  გაუმჯობესებას  3. როგორ უნდა გაუმჯობესდეს     ამ  დღით  მოვახდინეთ  სასწავლო  პროექტის  პრეზენტაციის  დასრულება  და  ბლოგზე  ატვირთვა (ჩაშენება).    შემდეგი  აქტივობისთვის  ჩემი 

პროექტის წარდგენის პრეზენტაცია

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის  მეოთხე  დღე  დავიწყეთ  მოდულის  შინაარსის  გაცნობით.   ტრენინგის  მიზანი  იყო: შეფასების  სხვადასხვა  მეთოდის  განხილვა; შეფასების  განსაზღვრა  მოსწავლეთა  საჭიროებების  დადგენა; პრეზენტაციის  მომზადება  ჩემს  სასწავლო  პროექტზე.       ტრენერმა  ისაუბრა  პროექტზე  დაფუძნებული  სწავლების  შეფასებაზე,  (ჩამოვტვირთეთ  და  გადავიკითხეთ  სათანადო  ფაილი) ნათლად  განგვიმარტა,  რომ  შეფასების  ფორმები  უნდა  იყოს  მრავალფეროვანი,  მოსწავლეები  ჩართულები  უნდა  იყვნენ  შეფასების  პროცესში,  შეძლონ  უკუკავშირი.  შეფასება  უნდა  იყოს  ხშირი  და  მრავალმხრივი,  გასათვალისწინებელია,  რომ  სხვადასხვა  პოტეციალის  მოსწავლეები  თანაბარ  პირობებში  უნდა  მოვაქციოთ.  განმავითარებელი  შეფასება  .  უნდა  იყოს  ხშირი.  ეს  აკონტროლებს  და  ხელს  უწყობს  სწავლის  ხარისხის  გაუმჯობესებას.  განმსაზღვრელი   შეფასება  მასალის  გაგებისა  და  ამა  თუ  იმ  უნარ-ჩვევის  ათვისების  ხარისხის  შესამოწმებლად  გამოიყენება.                    განვიხილეთ  პროექტის  გეგმაში  ,,შეფასების  დროის  ჩარჩო

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

        ტრენინგის  მესამე  დღე   დავიწყეთ  წინა  მასალის  მოკლე  მიმოხილვით,  სადაც  ყველა  მონაწილე  აქტიურად  ვიყავით  ჩართულები,  თუ   რაიმე  კითხვები  არსებობდა  ყველაზე  მივიღეთ  ამომწურავი  პასუხები.  ამის  შემდეგ გავეცანით  მე-3  დღის  მოდულს. დასაწყისში მიმოვიხილეთ სასწავლო პროექტების  დაგეგმვის  და  განხორციელებისათვის  რისი  გათვალისწინებაა აუცილებელი:  სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებისთვის მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტებისთვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების განხილვა და გონებრივი იერიში შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციების შექმნა რეფლექსია სწავლაზე სტანდარტების, მიზნებისა და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დახვეწა სასწავლო პროექტებისთვის.        აღვნიშნეთ, რომ  პროექტის  დაგეგმვის  I ეტაპია - მოსწავლეების  მიერ  მისაღწევი  სტანდარტის  დადგენა,  ხოლო  II ეტაპია- შერჩეული  სტანდარტებიდან  სასწავლო  მიზნებ

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

          დასაწყისში   გავიმეორეთ  წინა  დღის  მასალები.   ვისაუბრეთ  ტრადიციული  და  პროექტით  სწავლების  განსხავებაზე,  აღვნიშნეთ,  რომ  ტრადიციული  სწავლება ორიენტირებულია  მასწავლებელზე,  ანუ  წარიმართება  მის  მიერ,  ხოლო  პროექტით სწავლება  ორიენტირებულია  მოსწავლეზე  და  აქვს  თანამშრომლობითი  სახე.          ვისაუბრეთ,  რომ   სასწავლო  პროექტის  დაგეგმვისთვის  აუცილებელია:  პროექტის  მოთხოვნების  გაცნობა; პუბლიკაციის მომზადება  პროექტებით  სწავლების  თემაზე; გამოცემის  მომზადება; რეფლექსია; დაგეგმვის პროცესის დაწყება.                ტრენერმა  მიგვითითა  თავისი  ბლოგის  ლინკი,  სადაც  განთავსებული იყო  პროექტის პორტფოლიო.  დავათვალიერეთ  კონკრეტული  სასწავლო  პროექტების  მაგალითები,  ვიმსჯელეთ   ნიმუშებზე,   გავეცანით  თუ  რა  უნდა  იყოს  კარგად  შედგენილი  პროექტის  მახასიათებლები,  შევიტყვეთ,  თუ  როგორ  შეიძლება  სასწავლო  პროექტის  შექმნა  და  შეფასება  სასწავლო  პროცესში,  ასევე  თუ  როგორ  წარმოშობს  ზოგადი,  თემატური  და  შინაარსობრივი  კითხვები  ინტერესს 

ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

     ინტელის ტრენინგის პირველი დღე საკმაოდ საინტერესოდ დავიწყეთ. გავეცანით ერთმანეთს,   დაგვირიგდა  ჩეკლისტი,  მოვისმინეთ კურსის შინაარსი.    მოვისმინეთ,  თუ როგორ შეიძლება  გამოვიყენოთ ყველაზე  ეფექტურად ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისა  და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად, როგორ  გამოვიყენოთ პროექტი  სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის.    გავეცანით  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევებს:  სწავლისა  და გამომგონებლის, საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური,  სასიცოცხლო და კარიერუილი უნარ-ჩვევები.          შევქმენით  საქაღალდეები  გუუგლ  დრაივში  ყველა  სათანადო სათაურებით,  რომელიც  ტრენინგის  მსვლელობისას  დაგვჭირდება  ფაილების  განთავსებისთვის.   ასევე  შევქმენი  ბლოგი https://5intelkurs.blogspot.com/  ნამუშევრების  შემდგომი  გამოქვეყნებისთვის.