ტრენინგის შეჯამება

     ინტელის  სასწავლო  პროგრამა  ჩვენმა  ჯგუფმა  თავიდანვე  კეთილგანწყობილ  გარემოში  დავიწყეთ.  ტრენერი  ყოველთვის  ცდილობდა  არ  დაეკარგა  თითოეული  წუთი  და ნაყოფიერი  ყოფილიყო  ჩვენი  მუშაობა.  აღსანიშნავია,  რომ  თავდაუზოგავად  ზრუნავდა  მთელი  ტრენინგის  განმავლობაში  თითოეულ  მონაწილეზე,  მუდამ  ამომწურავად  და  მშვიდად  გვპასუხობდა  ჩვენს  მიერ  დასმულ  კითხვებზე,    ტრენინგის მსვლელობისას ყოველი დღე  დატვირთული იყო  სხვადასხვა  აქტივობებით,  როგორც  ინდივიდუალური  ასევე  ჯგუფური  სამუშაოებით,  ჯგუფის  წევრები  ტრენერის  მითითებებით  აქტიურად   ვმონაწილეობდით  სასწავლო  პროექტის   შეახებ  წამოჭრილი  საკითხების  განხილვაში.   მუშაობის  პროცესში    საინატერესო  იყო  სხვათა  აზრების  მოსმენა,  რჩევების   მიცემა,  მათი  პროექტების  თემები.   
     გულდასაწყვეტია,  რომ  დასრულდა  ტრენინგი,  რომელმაც  ბევრი  რამ  შეგვძინა,    რასაც  აუცილებლად  გამოვიყენებთ სწავლების  პროცესში  ახალი  სასწავლო  წლიდან.  ამისთვის  მე  პირადად  მადლიერი  ვარ  ჩვენი  ტრენერის.  ქალბატონი  ნინო  კოკილაშვილის   ორგანიზებით   დიდი  სიამოვნებით   მომავალშიც  მივიღებ  მონაწილეობას  სხვა  ტრენინგებში.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია