ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია
ინტელის ტრენინგის პირველი დღე საკმაოდ საინტერესოდ დავიწყეთ. გავეცანით ერთმანეთს, დაგვირიგდა ჩეკლისტი, მოვისმინეთ კურსის შინაარსი.
მოვისმინეთ, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ყველაზე ეფექტურად ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად, როგორ გამოვიყენოთ პროექტი სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის.
გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს: სწავლისა და გამომგონებლის, საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური, სასიცოცხლო და კარიერუილი უნარ-ჩვევები.
შევქმენით საქაღალდეები გუუგლ დრაივში ყველა სათანადო სათაურებით, რომელიც ტრენინგის მსვლელობისას დაგვჭირდება ფაილების განთავსებისთვის.
ასევე შევქმენი ბლოგი https://5intelkurs.blogspot.com/ ნამუშევრების შემდგომი გამოქვეყნებისთვის.
Комментарии
Отправить комментарий