ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგის მე-8 დღე დავიწყეთ დღის მიზნების გაცნობით. დავისახეთ, რომ დღის განმავლობაში უნდა გვესაუბრა ესგ სტანდარტზე, რესუსრებზე, ფასილიტაციის რესუსრების მასალებზე, ფასილიტაციის ნიმუშების შექმნაზე. ასევე გავეცნობოდით გამოკითხვის ფორმას - google.form და იდეების გენერირებისთვის, თვითშეფასებისთვის padlet.com გამოყენებას.
შევედით ncp.ge გვერდზე და ვნახეთ ისტ-ის სტანდარტი.
ტრენერმა დაგვაჯგუფა მონაწილეები და დაგვავალა პრიორიტეტების მიხედვით დაგველაგებინა სემდეგი თემები; თითქმის ყველა ჯგუფმა დავალაგეთ შემდეგი თანამიმდევრობით:
1) სასწავლო პროცედურები;2) შეფასების გეგმა;
3) მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები;
4) დიფერენცირებული სწავლება;
5) თემის საფუძვლები.
შემდეგი აქტივობაც ჯგუფებში შევასრულეთ, ჩემს ჯგუფს შეხვდა შემდეგი სახალისო დავალება - შევქმენით ინსტრუქცია როგორ შევკრათ თასმები ფეხსაცმელზე?
ვნახეთ ბმული ,,ეფექტური პროექტების შექმნა", რომელიც თავის მხრივ მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
1. პროექტის მახასიათებლები;
2. პროექტის დაგეგმვა;
3. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;
4. პროექტები მოქმედებაში.
ტრენინგის მსვლელობისას გავეცანით პრეზენტაციის რესუსრების სექმნას, მოსწავლეთა დამხმარე მასალების შექმნას, აქტივობებს მოსწავლეტა დასაჯგუფებლად და პროექტების ფასილიტაცია.
მუშაობის პროცესში შევქმენით კითხვარი - google.form-ში, ასვე კედელი - padlet.com-ში.
საკმაოდ საინტერესო და ხალისიანი დღე იყო.
Комментарии
Отправить комментарий