ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

    ტრენინგის  მეხუთე  დღე  დავიწყეთ  მიზნების  გაცნობით.  დასაწყისში  ტრენინგის  მონაწილეებმა  ერთმანეთის  მესამე  დღის რეფლექსიებზე  გავაკეთეთ  კომენტარი  და  მივეცით  რჩევები  და  შეფასებები  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვებზე.  
    ტრენერმა  ისაუბრა,   რომ  უკუკავშრი  ნებისმიერი  შემოქმედებითი  პროცესის  აუცილებელი  და  მნიშვნელოვანი  კომპონენტია.  მივიღეთ  რჩევა,  რომ  ყოვეთვის  მოსახერხებელია  უკუკავშირის  დროული  გაკეთება.  ფაილის  ,,უკუკავშირის  მიცემის რჩევები და მეთოდები"-ს და  ტრენერის  მიერ  წარმოდეგენილი პრეზენტაციის  გამოყენებით  გავეცანით  უკუკავშირის   სახეებს  და  კონსტრუქციული  უკუკავშირის  ზოგად  წესს,  რომ  ის  არის  აღწერითი  და  არა  შეფასებითი.  უკუკავშირის  დროს  აუცილებელია  ყურადღება  გამახვილდეს  შემდეგ  საკითხებზე:
1. რა  გაკეთდა  კარგად
2. რა  საჭიროებს  გაუმჯობესებას 
3. როგორ უნდა გაუმჯობესდეს
    ამ  დღით  მოვახდინეთ  სასწავლო  პროექტის  პრეზენტაციის  დასრულება  და  ბლოგზე  ატვირთვა (ჩაშენება).
   შემდეგი  აქტივობისთვის  ჩემი  პროექტის  პორტფოლიოს პრეზენტაციიდან  დავსვით 3-3  შეკითხვა,  ვისაუბრეთ  კომენტარებზე  და  მივეცით  რჩევები  ერთმანეთს.
    ელექტრონული  სახელმძღვანელოდან  ჩამოვტვირთეთ  და  გადავიკითხეთ  საავტორო  უფლებების  ქაოსი,  გამოყენებული  ლიტერატურის  შაბლონი (მარტივი)  და  მასალების  ლეგიტიმური  გამოყენების  განმსაზღვრელი  ოთხი  ფაქტორი.  გავეცანით  მითითებებს  მოსწავლეებისთვის  და  მასწავლებლებისთვის.  ასევე  ვიუვერში  და  შევავსეთ  სავტორო  უფლებების  ტესტი.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის შეჯამება