ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია
დასაწყისში გავიმეორეთ წინა დღის მასალები. ვისაუბრეთ ტრადიციული და პროექტით სწავლების განსხავებაზე, აღვნიშნეთ, რომ ტრადიციული სწავლება ორიენტირებულია მასწავლებელზე, ანუ წარიმართება მის მიერ, ხოლო პროექტით სწავლება ორიენტირებულია მოსწავლეზე და აქვს თანამშრომლობითი სახე.
ვისაუბრეთ, რომ სასწავლო პროექტის დაგეგმვისთვის აუცილებელია:
- პროექტის მოთხოვნების გაცნობა;
- პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე;
- გამოცემის მომზადება;
- რეფლექსია; დაგეგმვის პროცესის დაწყება.
ტრენერმა მიგვითითა თავისი ბლოგის ლინკი, სადაც განთავსებული იყო პროექტის პორტფოლიო. დავათვალიერეთ კონკრეტული სასწავლო პროექტების მაგალითები, ვიმსჯელეთ ნიმუშებზე, გავეცანით თუ რა უნდა იყოს კარგად შედგენილი პროექტის მახასიათებლები, შევიტყვეთ, თუ როგორ შეიძლება სასწავლო პროექტის შექმნა და შეფასება სასწავლო პროცესში, ასევე თუ როგორ წარმოშობს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ინტერესს და უზრუნველყოფს მოსწავლის აზროვნების აქტივაციასა და ჩართულობის მაღალ დონეს.
გავეცანით პროექტის იდეაზე დაფუძნებული ბუკლეტის მომზადებას. გავეცანით ფლაერის ფორმატების სახეობებს:
- ახალი ამბების ბიულეტენი;
- გაზეთი;
- ბროშურა;
- პლაკატი;
ნიმუშების დათვალიერების და განხილვის შემდეგ შაბლონის გამოყენებით დავიწყეთ მუშაობა ჩვენი პროექტის ბუკლეტზე, მასში შევიტანეთ არამარტო შინაარსობრივი ცვლილებები, არამედ შევუცვალეთ სტილი და ფორმატები.
ტრენინგის მეორე დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
Комментарии
Отправить комментарий