ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის  მეოთხე  დღე  დავიწყეთ  მოდულის  შინაარსის  გაცნობით.   ტრენინგის  მიზანი  იყო:

  1. შეფასების  სხვადასხვა  მეთოდის  განხილვა;
  2. შეფასების  განსაზღვრა  მოსწავლეთა  საჭიროებების  დადგენა;
  3. პრეზენტაციის  მომზადება  ჩემს  სასწავლო  პროექტზე.
      ტრენერმა  ისაუბრა  პროექტზე  დაფუძნებული  სწავლების  შეფასებაზე,  (ჩამოვტვირთეთ  და  გადავიკითხეთ  სათანადო  ფაილი) ნათლად  განგვიმარტა,  რომ  შეფასების  ფორმები  უნდა  იყოს  მრავალფეროვანი,  მოსწავლეები  ჩართულები  უნდა  იყვნენ  შეფასების  პროცესში,  შეძლონ  უკუკავშირი.  შეფასება  უნდა  იყოს  ხშირი  და  მრავალმხრივი,  გასათვალისწინებელია,  რომ  სხვადასხვა  პოტეციალის  მოსწავლეები  თანაბარ  პირობებში  უნდა  მოვაქციოთ.  განმავითარებელი  შეფასება  .  უნდა  იყოს  ხშირი.  ეს  აკონტროლებს  და  ხელს  უწყობს  სწავლის  ხარისხის  გაუმჯობესებას.  განმსაზღვრელი   შეფასება  მასალის  გაგებისა  და  ამა  თუ  იმ  უნარ-ჩვევის  ათვისების  ხარისხის  შესამოწმებლად  გამოიყენება. 
                  განვიხილეთ  პროექტის  გეგმაში  ,,შეფასების  დროის  ჩარჩო".   ტრენინგზე  აღინიშნა,  რომ  შეფასების  გეგმა  უნდა  შემუშავდეს  პროექტის  აქტივობებისა  და  დავალებების  შექმნამდე,  ვინაიდან  საპროექტო  დავალებები  ინდივიდუალური  მიღწევების  დემონსტრირებისთვის  ფართო  შესაძლებლობების  სპექტრს  ქმნის.  ჩვენი გეგმის  შაბლონში  შევქმენით   შეფასების  დროის  ჩარჩო.  
ასვე  შევქმენით  პროექტის  წარდგენის  პრეზეენტაცია.


.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის შეჯამება