ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია


        ტრენინგის  მესამე  დღე  დავიწყეთ  წინა  მასალის  მოკლე  მიმოხილვით,  სადაც  ყველა  მონაწილე  აქტიურად  ვიყავით  ჩართულები,  თუ   რაიმე  კითხვები  არსებობდა  ყველაზე  მივიღეთ  ამომწურავი  პასუხები.  ამის  შემდეგ გავეცანით  მე-3  დღის  მოდულს. დასაწყისში მიმოვიხილეთ სასწავლო პროექტების  დაგეგმვის  და  განხორციელებისათვის  რისი  გათვალისწინებაა აუცილებელი: 

  • სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებისთვის
  • მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტებისთვის
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა
  • შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების განხილვა და გონებრივი იერიში
  • შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
  • სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციების შექმნა
  • რეფლექსია სწავლაზე
  • სტანდარტების, მიზნებისა და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დახვეწა სასწავლო პროექტებისთვის.

       აღვნიშნეთ, რომ  პროექტის  დაგეგმვის  I ეტაპია - მოსწავლეების  მიერ  მისაღწევი  სტანდარტის  დადგენა,  ხოლო  II ეტაპია- შერჩეული  სტანდარტებიდან  სასწავლო  მიზნების  შემუშავება.  ncp.ge საიტზე  ვნახეთ  2011-2016 წლის  ესგ,  ჩამოვტვირთეთ  პროექტისთვის  საგნობრივი  გეგმის  შინაარსი  და  სტანდარტი,  ასევე ვიუვერში  დავთავლიერეთ  სასწავლო  პროექტის  გეგმის  ნიმუშები,  ვისაუბრეთ  მის  შინაარსზე,  სტანდარტებზე  და  ინდიკატორებზე,  ჩვენი  პროექტისთვის  მოვიფიქრეთ  რა  იქნები  მიზნები  და  შედეგები,  ანუ  რას  უნდა  მიაღწიონ  მოსწავლეებმა  პროექტის  განხორციელებით.
     ტრენინგზე  შევიტყვეთ,  რომ  სასწავლო  პროექტის  დაგეგმვის  ყველაზე  მნიშვნელოვანი  ეტაპია  მოსწავლეთა  მიერ  შესასწავლი  საკვანძო  სასკითხების  გამოვლენა,  შერჩეული  სტანდარტების  გაანალილზების  შემდეგ  ჩამოყალიბდება  სასწავლო  მიზნები.  ეს  მიზნები  სწორად  უნდა  აღწერდეს,  თუ  რა  გვსურს  რომ  მოსწავლეებმა  გაიგონ  და  გამოიყენონ,  მიზნები  უნდა  მოიაზრებოდეს  მოსწავლის  მიერ   საკითხის  არსის  წვდომას,  მაღალი  დონის  სააზროვნო  უნარების  გამოყენებით,  თემაზე  მუშაობის  განმავლობაში  მიზნები  უნდა  იძლეოდეს  დაკვირვებისა  და  შეფასების  საშუალებას.
     განვიხილეთ  სასწავლო  მიზნების  ნიმუშები:  ა) ბუნდოვანი  დეავალებაზე  ონორიენტირებული  მიზნები;   ბ) სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული მიზნები.        გავეცანით  ბლუმის  ტაქსონომიის  ახალ  სიტყვებს,  რომელიც  უნდა  გამოვიყენოთ  მიზნებსა  და  შედეგებში.  აღნიშნული  ზმნები  გამოვიყენეთ  კითხვების  შექმნისთვის.
მივიღეთ  რჩევები,  რომ  პროექტის  დაგეგმვის  წინ  მოსწავლეებთან  უნდა  გვქონდეს  საუბრები,  ისინი  უნდა  დავაინტერესოთ,  ამისათვის  საჭიროა  ვიცოდეთ  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები. ვისწავლეთ, რომ კითხვები  არის  სამი  სახის:  ზოგადი  კითხვები,  თემატური  და  შინაარსობრივი  კითხვები.  ვნახეთ  შესაბამისი  ნიმუშები.  დავიყავით  ჯგუფებად  და  მოვიფიქრეთ  გონებრივი  იერიშის  კითხვები.  
 ზოგადი კითხვა - რა  ცვლილებებს  ხედავთ  გარემოში?  
თემატური კითხვა -  რა განსხვავებაა წიგნისა  და კომპიუტერის გამოყენებაში?
თემატური კითხვა -  ახალი  წიგნების  წაკითხვას    რა  მეთოდებით  ახდენთ?

Комментарии

  1. გავეცანი მე-3 დღის რეფლექსიას. ფიქრობ , რომ შენს მიერ კარგად არის გააზრებული სატრენინგო საკითხები; შენს მიერ ჩამოყალიბებული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვებიც ლოგიკურად არის შეჩეული; ყოჩაღ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი , რომ კარგი გოგო ხარ და შენზე დაკისრებულ მოვალეობებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდები. (დიახაც, შანსი მომეცა და რატომაც არ უნდა აღვნიშნო)

    ОтветитьУдалить
  2. მომეწონა,მაღალი სააზროვნო უნარებია გამოყენებული.განხილულია სასწავლო მიზნების ნიმუშები, 1.ბუნდოვან დავალებაზე ორიენტირებული მიზნები,2.სპეციფიკური,სწავლაზე ორიენტირებული მიზნები.აუცილებელია ,ვიცოდეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ,სწორედ არის დაწერილი კითხვები დაწერილი,რომლებიც სამი სახისაა,1.ზოგადი კითხვები,თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავეცანი ბლუმის ტაქსონომიის ახალ სიტყვებს რომლებსაც გამოვიყენებ გაკვეთილებზე მიზნებსა და შედეგებში. მისაბაძია მისი ყველა გაკვეთილი.

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის შეჯამება